საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ჩინეთმა უგულებელჰყო მოწოდება შეამციროს თავისი აქტივობა სამხრეთ–ჩინეთის ზღვაზე და განაცხადა, რომ რეგიონის ქაოსისგან დაცვას აპირებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. „ჩვენ არ ვქმნით პრობლემებს, მაგრამ არც გვეშინია მათი“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რსპუბლიკის სახალხო–გამათავისუფლებელი არმიის გენშტაბის უფროსის მოადგილემ სუნ ძიანგომ სინგაპურში, უსაფრთხოების საკითხების კონფერენციაზე გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი არ მოითმენს მის სუვერენიტეტზე თავდასხმას და არ გადგება განზე სიტუაციაში, როცა „ზოგიერთი ქვეყანა ქაოსს ქმნის სამხრეთ–ჩინეთის ზღვაზე“. „ჩვენ არ ვყოფილვართ იზოლირებული წარსულში, არ ვართ იზოლირებული ახლა და არ ვიქნებით იზოლირებული მომავალშიც“, – განაცხადა სუნმა პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კარტერის ამასწინანდელი განცხადების პასუხად, რომელმაც ჩინეთი „ექსპანსიურ და უპრეცედენტო მოქმედებებში“ დაადანაშაულა და გააფრთხილა იგი, რომ არ უნდა აღმართოს „იზოლაციის ჩინეთის დიდი კედელი“.