უცხოეთი
საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის და რუსეთის ერთიანი სავაჭრო ზონის შექმნას – აღნიშნული მან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მეკლენბურგის მიწის ყრილობაზე განაცხადა – Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.
“მე მხარს ვუჭერ იმას, რომ რუსეთი ევროკავშირს დაუახლოვდეს ეკონომიკური სივრცით, რომ საბოლოო ჯამში ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე ერთიანი ეკონომიკური ზონა გვქონდეს”, – განაცხადა მერკელმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მხარდაჭერით აღმოსავლეთ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიდის, რომლის გამოც რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდა. მან ასევე დაამატა, რომ ეს შეზღუდვები მინსკის ხელშეკრულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოიხსნება.