აქტუალური
ვარშავის სამიტამდე თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები მოინახულა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ. დავიწყეთ ვიზიტი ავღანეთში. შეხვედრები გვაქვს გენერლებთან იმისათვის, რომ RSM-ის მისიის შესახებ ვიმსჯელოთ. საქართველო  ამ მისიის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და მონაწილეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი თანამონაწილეობით მიიღება. ვარშავის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა სწორედ RSM-ის მისიაა და სამიტამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილზეაქაურ გენერლებთან საუბრით შეგვეჯერებინა პოზიციები, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 ავღანეთში ვიზიტის დროს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი  ყველა იმ სამხედრო ბაზას ესტუმრება, სადაც ქართული ბატალიონებია განთავსებული და  RSM-ის მისიის ხელმძღვანელ გენერლებს შეხვდება.