უცხოეთი
თურქეთმა ამჯობინა რუსული თვითმფრინავის განადგურებისთვის მტრული აქტი არ ეწოდებინა

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის ხელისუფლება რუსული Су-24 –ის განადგურებას მტრულ აქტს არ უწოდებს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე–პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა ტელეარხ TGRT Haber–თან ინტერვიუში.

 პოლიტიკოსის თქმით, რუსეთისა და თურქეთის მხრიდანაც ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოითქმის.

 „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არ გვქონია ურთიერთობების გაფუჭების განზრახვა. არ გვიფიქრია თვითმფრინავის ჩამოგდება და კრიზისის გამოწვევა. როცა ჩენი სჰაერო სივრცის დამრღვევ თვითმფრინავზე განხორციელდა სროლა თავდაცვის წესების ფარგლებში, მისი კუთვნილება ჩვენთვის ცნობილი არ იყო“.

 კურტულმუშმა ხაზი გაუსვა, რომ  ანკარას სურვილი არ ჰქონია მიზანმიმართულად ჩამოეგდო რუსული თვითმფრინავი. ვიცე–პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კვლავ დაუბრუნდება უწინდელ დონეს.