რედაქტორისგან
თუ ივანიშვილი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს, “ქართული ოცნება” არჩევნებზე 100%-ს მიიღებს! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველოს არა მხოლოდ ნატოში არ მიიღებენ, არამედ ვარშავის სამიტზე  წევრობის სამოქმედო გეგმასაც (MAP) კი არ მისცემენ.

 საქართველოს არა მხოლოდ ევროკავშირში არ მიიღებენ, არამედ ვიზალიბერალიზაციაც (ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი) კი არ მისცეს.

 ამავდროულად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშკარად უარი თქვა რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის მიღებაზე და ამ საკითხზე რეფერენდუმი ცხინვალში აღარ ჩატარდა.

 აფხაზეთში კი, როგორც ჩანს, პუტინის რჩევით, დაინიშნა რეფერენდუმი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე, რათა ხელისუფლებაში ახალი, კრეატიული ხელმძღვანელები მოვიდნენ, რომლებიც წარსულით არ იქნებიან დამძიმებული და რომლებთანაც დიალოგის წარმოება ოფიციალურ მოსკოვს და თბილისს უფრო გაუადვილდებათ.

 ზემოთ მოყვანილი ოთხი ფაქტების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მოსკოვი დღეს მზად არიან, დაუყოვნებლივ დაიწყო კონსულტაციები თბილისთან და თუ ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა უარს იტყვის ნატოში შესვლის კურსზე, სადაც საქართველოს მაინც არავინ ღებულობს, შესაძლოა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მის შემადგენლობაში კონფედერაციის უფლებებით დაბრუნდნენ.

 და, რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ევრაზიულ კავშირში შევა, სადაც, ნატოსა და ევროკავშირისაგან განსხვავებით, მას მოძმე ხალხების ოჯახი ელოდება.

 ჩემი ფორმულის “საქართველო+რუსეთი=საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი” ალტერნატივა ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ რეინტეგრაციული პროექტი წარმატებით მხოლოდ იმ პირობით დასრულდება, თუ ქართულ მხარესაც, ისევე, როგორც აფხაზურს და ოსურს, წარმოადგენენ ომითა და სისხლით დაუმძიმებელი, სუფთა ბიოგრაფიების მქონე პროგრესული მოღვაწეები, პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებიც თავდაჭერილობის და მტკიცე, უკომპრომისო პოზიციის წყალობით ავტორიტეტით სარგებლობენ თბილისსა და მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში.

 ამ პროექტის დაწყება საქართველოში დღეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ქართველ ხალხზე დაყრდნობით, რომელიც დიდი ხანია, მისგან ამას მოელის. და თუ დღეს ივანიშვილი ამ ინიციატივით გამოვა და პროცესი დაიძვრება, 2016 წლის 8 ოქტომბერს პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ხმათა 100% მიიღებს და საპარლამენტო არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 6 ივნისი
საქართველო, თბილისი