უცხოეთი
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიპ ერდოღანისთვის გაუგებარია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მოსკოვთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
შესაბამისი განცხადება ერდოღანმა იზმირში ვიზიტისას გაააკეთა.
„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უნდა განიმუხტოს, თუმცა რა ნაბიჯებს ელის რუსეთი თურქეთისგან, ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
აღნიშნული განცხადებით, ერდოღანი გამოეხმაურა თავის რუს კოლეგას. ვლადიმერ პუტინის თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის პირველი ნაბიჯი ანკარამ უნდა გადადგას.