აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, არ იცრუოს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვით,  2013 წელს მას ჰქონდა კონსულტაციები ივანიშვილთან, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო.

 „პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით მოკლედ ვიტყოდი: მას ვურჩევდი, არ იცრუოს. მოგვიანებით შეიძლება ამ თემაზე დაწვრილებითაც ვისაუბროთ, - განაცხადა ივანიშვილმა.

 როგორც პოლიტიკაში მოსულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” სახელით მისი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა ამაზე უარი თვითონ განაცხადა, რადგან იმ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საჭიროება ვერ დაინახა.