აქტუალური
„რა შედეგი მოაქვს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვას ავღანეთში?“ – მეჭიაური

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის გაზრდის რეკომენდაციით მიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური კი საზღვარგარეთ ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას უარყოფითად აფასებს:

 “ჩვენი ჯარისკაცები სხვა ქვეყანაში არ უნდა იმყოფებოდნენ, თანაც გაურკვეველი მიზნებისთვის. რა შედეგი მოაქვს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვას ავღანეთში, ერაყში თუ სხვა სამშვიდობო მისიებში? მე ადეკვატური დახმარება ვერ ვნახე მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირდა. ერთი ჯარისკაციც კი ოფიციალურად არ ყოფილა ჩვენს ტერიტორიაზე დასახმარებლად”, – განაცხადა მეჭიაურმა.