აქტუალური
„კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი!" - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი უწინ საპარლამენტო ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ მიერ იქნა მოსყიდული, დღეს კი ივანიშვილის „შნირია“.

 ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი “ახალი მემარჯვენეების” ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.

 „მე ვგულშემატკივრობ ყველა დამოუკიდებელ მედიას, მაგრამ ამ ბრძოლაში არსებობს რაღაც წესები. მან ყველა წესი დაარღვია და ისეთი რამ დააბრალა კვირიკაშვილს და “მემარჯვენეებს”, რომელზეც მას ნამდვილად ბოდიშის მოხდა მოუწევს. ნიკა გვარამიამ ან უნდა დაამტკიცოს ეს, ან არადა, უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები და აღიაროს, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. არც გიორგი კვირიკაშვილი და არცერთი “მემარჯვენე” არასოდეს ფულის მოტივაციით არ იბრძოდა. ჩვენ ურთულეს ბრძოლაში შევედით მაშინ “მოქალაქეთა კავშირთან”, სადაც, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი და ბევრი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. რა ფულზე ლაპარაკობს ნიკა გვარამია?! როგორ არ რცხვენია?! მე მას კარგად ვიცნობ და არ მესმის, ასე როგორ უნდა გამოხვიდე წყობიდან და ასეთი ცილი დასწამო ადამიანს?! ეს არის სრული სიცრუე და ვთხოვ ნიკა გვარამიას, ბოდიში მოიხადოს და უკან წაიღოს სიტყვები, ან თუ რამე საბუთი აქვს, თავის ნათქვამი დაამტკიცოს“, - ასე გამოეხმაურა “ახალი მემარჯვენეების” ყოფილი თავმჯდომარე დავით გამყრელიძე “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას.