საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, ხელი შეუშალოს აფხაზეთში ConIfA–ს ეგიდით მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას, წინასწარ კრახისთვისაა განწირული, განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რიგირ განცხადებები გააკეთეს, რომლებიც აფხაზეთის სამომავლო საერთაშორისო იზოლაციის გაძლიერების აუცილებლობას ეხებოდა. კერძოდ, ოპოზიცური მოძრაობის უკმაყოფილება გამოწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხისტი რეაქციის არარსებობით, რომელმაც აფხაზეთის რესპუბლიკაში „დაუშვა“ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ConIfA–ს ეგიდით.
„ასეთი ნეგატიური რეაქცია წმინდა სპორტული ხასიათის საერთაშორისო მოვლენაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებს აფხაზეთის რესპუბლიკა, ზედმიწევნით დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური ელიტისათვის. გვიწევს კიდევ ერთხელ იმის კონსტატირება, რომ მიუხედავად ქართველი პოლიტიკოსების ყველა მცდელობისა, თავს მოახვიონ მსოფლიო თანამეგობრობას მშიდობისმოყვარე სახელმწიფოს იმიჯი, რომელიც აფხაზი ხალხის შემორიგებისა და ურთიერთგაგებისკენ ისწრაფვის, საქართველო აგრძელებს აგრესიული, ანტიჰუმანური და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების იზოლაციისკენ საერთაშორისო თანამეგობრობისგან“, – განაცხადა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.