უცხოეთი
სტატს–მდივნის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ.ბ. კარასინის შეხვედრის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ამიერკავკასიის საკითხებში

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. 31 მაისს სტატს–მდივანმა – რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ.ბ. კარასინმა მიიღო ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ამიერკავკასიის უსაფრთხოებისა დ ასტაბილურობის საკითხებში – ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გ. ზალბერი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეცწარმომადგენელი გ. ბეხლერი და გაეროს წარმომადგენელი ა. ტურუნენი.

 შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა აზრთა გაცვლა–გამოცვლა საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების რაიონში არსებული ვითარების შესახებ, ასევე ჟენევაში, ამა წლის 14–15 ივნისს დაგეგმილი მორიგი რაუნდის მზადების საკითხებზე. თანათავმჯდომარეებმა ინფორმაცია მიაწოდეს მათი ამასწინანდელი მგზავრობის შესახებ სოხუმში, თბილისსა და ცხინვალში. პოზიტიურ ჭრილში იქნა განხილული რიგაგრეშე შეხვედრები ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც აფხაზეთის ქალაქ გალში 2016 წლის 27 მაისს გაიმართა.