აქტუალური
ხიდაშელი ქართველ სამხედროებს აფრიკაში აგზავნის ვითომდა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში მიიღონ – საქინფორმი

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 5-კაციანი კონტინგენტი ოცეულამდე გაიზრდება. თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროების კონტინგენტის გაზრდის საკითხზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა პრეზიდენტ მარგველაშვილის უშიშროების საბჭოს და თანხმობაც მიიღო.

 „ამ კვირაში ოფიციალურად მივმართავ უშიშროების საბჭოს, რადგან მათგან გვაქვს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა საკითხი წარადგინოს ქვეყნის პარლამენტში; ჩვენ  სამუშაო რეჟიმში ვართ ევროკავშირის მისიასთან. ორ კვირაში ბრიუსელში მექნება შეხვედრები და უკვე საბოლოოდ გადაწყდება ჩვენი საკითხები. ეს არის საპასუხისმგებლო მისია, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრესტიჟული, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ითხოვენ კონტინგენტის გაზრდას არა მხოლოდ სამხედრო ძალის  თვალსაზრისით, არამედ, სწორედ, მრჩევლების, ინსტრუქტორების დასახმარებლადცენტრალური აფრიკის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოსალოდნელი გადაყენების წინ.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ხიდაშელმა არაერთხელ დადო პირობა, გარკვეულიყო და დაეცვა იმ ქართველი ჯარისკაცების ღირსება, რომლებიც აფრიკის სოფლის მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში არიან დადანაშაულებული, თუმცა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილი ჯგუფის გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია...