აქტუალური
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ხიდაშელმა რეკრუტებს მოუწოდა, ემსახურონ ნატოსა და აშშ–ის ინტერესებსა და მოთხოვნებს – საქინფორმი

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საკონტრაქტო სამსახურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიმართავს:

„სამი წლის განმავლობაში შეჩერებული პროცესი აღვადგინეთ. წელს უკვე რეკრუტების ორი ჯგუფი მივიღეთ. დაახლოებით 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ ჩაიცვა სამხედრო ფორმა, გააფორმა კონტრაქტი საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარი სამშობლოს სამსახურის ფიცი დადო, მათ შორის ნაწილმა - 26 მაისს. ახლა მორიგი გზავნილი გვაქვს ყველა ახალგაზრდისთვის, ვისაც სურს, რომ ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. წელს დაახლოებით 1000 ადამიანით შეივსო ჯარი, 1000 ახალი სამხედრო მივიღეთ საკონტრაქტო სამსახურში და უკვე ინტერესის და მოთხოვნის (როგორც ჩანს, ნატოსი და აშშ–ის, ანდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის, როგორც ამასწინათ აღიარა მისმა ქმარმა – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა – საქინფორმი) შესაბამისად ვგეგმავთ 2017 და 2018 წლებს. ასე რომ, ყველას გელოდებით ჯარში, გელოდებით საკუთარი სამშობლოს სამსახურში“ (როგორც ჩანს, ნატოსი და აშშ–ის, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში – საქინფორმი).

ცნობისათვის: საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35 წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს.

საბუთების მიღება წარმოებს 10:00-დან 14:00-მდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში“ .