უცხოეთი
ლავროვი: რფ–სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები – 21–ე საუკუნეში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედებების ნიმუშია

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. რუსეთსა და ჩინეთს შორის მიმდინარე ურთიერთობები 21–ე საუკუნეში ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ნიმუშს წარმოადგენს. ამის შესახებ რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე „რუსეთი და ჩინეთი: ორმხრივი ურთიერთობების ახალი ხარისხისკენ“ გამოსვლისას.

 „ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, რომლებიც საუკეთესოა მთელი ისტორიის მანძილზე, არსობრივად წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნიმუშს 21–ე საუკუნეში“, – განაცხადა მან.

 ასევე, რფ–ის საგარეო წყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქონელმიმოქცევის გაზრდას 200 მლრდ დოლარამდე გეგმავს 2020 წლისთვის.