პოლიტიკა
"ჩვენი სვლა ევროპული ინტეგრაციისკენ ურყევია" – დაარწმუნა კვირიკაშვილმა კისკა

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს სრულ მხარდაჭერაზე ილაპარაკა. ორივე ქვეყნის პრეზიდენტები ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ.

 "მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება ტარდება პირველ ტექნო პარკში რომელიც არის რევოლუციური პროექტი. დღევანდელი ფორუმი ხელს შეუწყობს სლოვაკეთთან ჩვენი შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობის ტრანსფორმირებას. ჩვენი სვლა ევროპული ინტეგრაციისკენ ურყევია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა შესაძლებლობას აძლევს როგორც სლოვაკ, ისე ქართველ ინვესტორებს, გამოიყენონ საქართველოსა და სლოვაკეთში არსებული პოტენციალი.