პოლიტიკა
ცენტრალურ აფრიკაში ქართულ კონტინგენტს გაზრდიან – პრეზიდენტ მარგველაშვილთან უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგები

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. სხდომაზე განიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების თემა. საბჭოს წევრები ხურჩის ინციდენტსა და საოკუპაციო ზონებთან უსაფრთხოების საკითხებზეც მსჯელობდნენ.

 “დავალება მიეცათ მინისტრებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთანრომლებიც იქ პატრულირებენ, გაიარონ ძალიან დეტალურად ყველა ის საკითხი, რომელიც შეეხება უსაფრთხოებას, პრევენციებს და მომავალ საბჭოს სხდომას მოახსენონ, რა შეიძლება გაკეთდეს კიდევ უფრო მეტი, -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.

 მისი თქმით, უშიშროების საბჭომ ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის ოცამდე გაზრდის რეკომენდაცია გასცა.

 “ეს არის პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ. დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს ხუთი სამხედრო მოსამსახურე და ლაპარაკია ოცეულზე. იმედი გვაქვს, პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას”, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.