აქტუალური
„არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს“ – ივანიშვილი

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია ნათქვამი.

 „ვინაიდან ამდენი ცილისწამება მოედინება, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო  სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის“, - აღნიშნულია წერილში.

 „ჩემი ინიციატივით სწორედ ინვესტორთა დამატებითი სტიმულირებისთვის  დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

 ჩვენი ოპონენტები განზრახ დამახინჯებული ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათ სურთ, საქმის ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე პოლიტიკაში ფინანსური ინტერესების გამო მოვედი. სწორედ ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ამ პროექტების დასრულების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, თანაინვესტირების ფონდი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით დაუთმობს საკუთრებას და  ყოველმხრივ დახმარებასაც აღმოუჩენს“, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.