აქტუალური
„ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის სახელმწიფოში“ – ივანიშვილი

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია საუბარი.

 „ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება “2030” დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა  2030  წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით, - ნათქვამია წერილში.

 როგორც ღია წერილშია აღნიშნული,  ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.

 „საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება, დემოკრატია და ტოლერანტობაა და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ აქსიომას უნდა ეფუძნებოდეს!“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.