აქტუალური
„დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ“ – ივანიშვილი

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანამოქალაქეებისადმი მიმართულ ღია წერილშია ნათქვამი.

 „ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარიქართულ ოცნებასდა ამ პარტიის ლიდერს გიორგი კვირიკაშვილს“, - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.

 „ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით. არავითარი სხვა მოტივი არ მამოძრავებს - არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

 „სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება! დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ!“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.