უცხოეთი
Der Spiegel: ათონელმა ბერებმა თავის პრეზიდენტს პუტინი ამჯობინეს

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საბერძნეთში თავისი ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო ათენში გამართულ ღვთისმსახურებაში, წერს Der Spiegel. ამასთან, რუსეთიდან მიწვეულ საპატიო სტუმარს ადგილი გამოუყვეს ბიზანტიელი იმპერატორების ტახტზე, საბერძნეთის მოქმედ მეთაურს კი ადგილი მხოლოდ „ჩვეულებრივი მოკვდავების გვერდზე, საეკლესიო სკამზე“ გამოუნახეს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი გიორგოს კრისტიდისი.

 არსად საბერძნეთში ისე არ უყვართ რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ათონის მთის მართლმადიდებლური ბერების თემში, წერს Der Spiegel. თავისი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ქვეყანაში კრემლის მეთაურმა მოინახულა ეს წმინდა მიწა და ადგილობრივი სასულიერო პირები მას არა მარტო როგორც სუპერვარსკვლავს, არამედ როგორც საბერძნეთის საიმედო მოკავშირესა და მათი მრწამსის დამცველს შეხვდნენ, – წერს გამოცემა.