უცხოეთი
თურქეთმა რუსეთს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთ-თურქეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ რუსული მედია თურქეულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით იტყობინება. სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი ორ ქვეყნას შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზების მოძებნაა.

 "ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობის დარეგულირება სურს და ჩვენგან ნაბიჯს ელოდება. ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის, ამიტომაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას ვთავზობთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

 შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ათენში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს თურქეთთან ურთიერთობის მოგვარება სურს, მიუხედავად სუ-24-თან დაკავშირებული ინციდენტისა, თუმცა ამისთვის თურქეთმა სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას.

 რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო.