უცხოეთი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ორლანდოს შტატში გამართულ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ამერიკის ლიბერტარიანულმა პარტიამ, პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატად ნიუ-მექსიკოს შტატის ყოფილი გუბერნატორი გარი ჯონსონი დაასახელა. ჯონსონს კონკურენციას ბიზნესმენი ოსტინ პიტერსენი და ჯონ მაკაფი უწევდნენ. ეს ჯონსონისთვის მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია, 2012 წლეს მას 1,2 მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ხმების 1%-ზე ნაკლები გახლავთ. ლიბერტარიანული პარტია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 1972 წლიდან იღებს, მიღებული ხმების საუკეთესო მაჩვენებელი 1980 წელს ჰქონდათ. ამ არჩევნებზე კი პარტია შეეცდება ღირსეული კონკურენცია გაუწიოს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს და დემოკრატ ჰილარი კლინტონს.