სამართალი
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დაძაბულობის განელება და სტრატეგიულ საკითხებზე ეროვნული თანხმობის მიღწევა“ – ივანიშვილი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.

 ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს თანამოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებებს იხსენებს. პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას მივიღებდი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ბოლომდე აღმოვფხვრიდით ელიტურ კორუფციას; დავიწყებდით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას; პერსპექტიულს გავხდიდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას; შევქმნიდით საინტერესო საინვესტიციო გარემოს; ბოლომდე მივიყვანდით სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტს; დავიწყებდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას; გავაღრმავებდით აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობასა და ინტეგრაციას; ჩემი აზრით, ზემოჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც  მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, რათა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიმეღო - ეს იყო ძირითადი ნაწილი ჩემი დაპირებებისა, რომლებითაც მოვედი პოლიტიკაში და სწორედ მათი შესრულებით უნდა დაწყებულიყო იმ ნიადაგის მომზადება, რომელსაც დაეფუძნებოდა ქვეყნის შემდგომი განვითარება”, - იხსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

 როგორც ბიძინა ივანიშვილი წერს, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განელება და სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა.