უცხოეთი
საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ტურისტების ნაკადი რუსეთიდან საბერძნეთში ამა წლის მარტში 523%–ით გაიზარდა. სულ, პირველი სამი თვის განმავლობაში ამ ევროპულ ქვეყანას 20 ათასამდე რუსეთის მოქალაქე ესტუმრა.
როგორც რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია იუწყება, მარტის შედეგებით, რუსი ტურისტების რიცხვი საბერძნეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 523%–ით გაიზარდა. სულ ამ თვეში ქვეყანას ესტუმრა 10.4 ათასი რუსეთის მოქალაქე.
ტურნაკადის ზრდა დაფიქსირებული იქნა 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით. ამ ხნის განმავლობაში საბერძნეთს ესტუმრა რუსეთის 20 ათასი მოქალაქე, რაც 135%–ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.