უცხოეთი
საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ მართლმადიდებლურ მონასტერში იმყოფებოდა.
bbc-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ათონის მთაზე გამართულ ღონისძებას დაესწრო, რომელიც ათონის მთაზე რუსი ბერების 1000 წლიან მოღვაწეობას ეძღვნება.
ის ათონის მთაზე რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად იმყოფება.
ათონის მთას ვლადიმერ პუტინი მეორედ ესტუმრა, მისი პირველი ვიზიტი იქ 2005 წელს შედგა.