აქტუალური
ბელარუსმა და საქართველომ ხელი მოაწერეს იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას 2018 წლამდე

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. თბილისში ხელი მოეწერა ბელარუსის და საქართველოს თანამშრომლობის პროგრამას იუსტიციის სფეროში 2016-2018 წლებისთვის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრებმა ოლეგ სლიჟევსკიმ და თეა წულუკიანმა, - აცნობეს "ბელტას" ბელარუსის იუსტიციის სამინისტროში.

მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს,  გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება კანონშემოქმედებით საქმიანობაში, სამართლებრივი აქტების მომზადებაში, სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების აღსრულებაში, რიელტორულ საქმიანობაში, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციაში და ზოგიერთი სხვა მიმართულებით. საქართველოში ვიზიტის დროს ბელარუსის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანთან ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემების შემდგომი სრულყოფის გზები განიხილა.

ოლეგ სლიჟევსკი გაეცნო საქართველოში იუსტიციის სახლების შექმნის ისტორიას და მათი მუშაობის ორგანიზაციას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კი - რეგისტრაციის ქართულ სისტემას, კერძოდ, მეურნეობის სუბიექტების, არაკომერციული ორგანიზაციების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების რეგისტრაციას. აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტუმარს აღსრულების წარმოების სისტემის თავისებურებებზე ესაუბრნენ.