უცხოეთი
პუტინმა ევროპას მოუწოდა „ცალ კარში არ ითამაშოს“

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. რუსეთი ვერ ხედავს გადაუჭრელ პრობლემებს ევროკავშირთან ურთიერთობაში და მხარს უჭერს ფართო სპექტრის თემებზე დიალოგს, თუმცა ჯაერჯერობით ვერ ხედავს შემხვედრ მზაობას. ამის შესახებ ნათქვამია რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის სტატიაში, რომელიც ბერძნულ გაზეთ „კატიმერინში“ გამოქვეყნდა.

 „რუსეთს მიაჩნია, რომ აუცილებელია თანასწორი, ნამდვილად პარტნიორული დიალოგი ევროკავშირთან ფართო სპექტრის საკითხებზე – ვიზა ლიბერალიზაციიდან დაწყებული, ენერგოალიანსის შექმნით დამთავრებული, თუმცა ჯერჯერობით ასეთი ურთიერთმომგებიანი და პერსპექტიული გზით სიარულისთვის შემხვედრ მზაობას ევროპელი კოლეგებისგან ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 მისი თქმით, მოსკოვს მიაჩნია, რომ „ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებში გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს“.

 მან ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში დაღმასვლა ხელს უშლის რუსეთ–საბერძნეთის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასაც.

 „ეს ნეგატიურად აისახება ორმრხივი საქონელგაცვლის დინამიკაზეც, რომელიც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მესამედით – 2.75 მლრდ–მდე შემცირდა“, – აღნიშნა რფ–ის პრეზიდენტმა. „განსაკუთრებით დაზარალდნენ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ბერძენი მწარმოებლები“, – აღნიშნა პუტინმა.