უცხოეთი
საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, მას გადაუმოწმებელი ინფორმაცია აქვს:
”მე მაქვს გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს ეს შეესაბამება სინამდვილეს. მხოლოდ ერთ-ერთი წყაროდან მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სინამდვილეს შეესაბამება. შემატყობინეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, ვინც იმყოფებოდა იმ დროს ხიდზე და ახლა ჩემთვის საკმარისია ეს ინფორმაცია, რათა მივხვდე, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეჭვმიტანილი იყოს დაკავებული. სხვა მხრივ, გაიგზავნა სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული შეტყობინებები და იმედია, რომ მივიღებთ დადასტურებას”, - განუცხადა ზაქარეიშვილმა ”რუსთავი 2”-ს.