აქტუალური
საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი დამატებით 120 მილიონ ლარს (50 მილიონი ევრო) გამოყოფს

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. 26 მაისს, 18:00 საათზე “ქორთიარდ მერიოტში” ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე  მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის 120 მილიონი ლარის (50 მილიონი ევრო) ოდენობის საფინანსო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

ENPARD-ის მეორე ფაზის მიზანს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე ინსპექტირებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს. სოფლად სიღარიბის დაძლევისთვის ENPARD მთავრობას სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.