აქტუალური
“ნაცანალური მოძრაობა” ბოიკოტს აცხადებს – დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში (ვიდეო)

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნუგზარ წიკლაურმა და ზაზა პაპუაშვილმა გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც კორცხელის ინციდენტს ეხებოდა. სხდომაზე ერთმანეთს ოთარ ჩრდილელი, ზურაბ ზვიადაური და ტარიელ ლონდარიძე დაუპირისპირდნენ. ზვიადაურმა, რომელსაც სხდომა დაატოვებინეს, ნაციონალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო იხ. აქ).

 “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე. ვერ აცნობიერებენ, რომ მთელი საქართველო ხედავს, რომ დამნაშავე არის ხელისუფლებაში. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას ეუბნება არჩევნებზე არას, და ამ არჩევანის წართმევა უნდათ. ვერ აცნობიერებენ, რომ 4 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ხალხისთვის და ახლა უნდათ, იძალადონ ხალხის არჩევანზე. სანამ არ იქნება დამნაშავე დადგენილი, სანამ არ იქნება დამკვეთი დადგენილი, ასევე არ იქნება დადგენილი ადამიანები, ვინც იძალადეს იმ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში. ეს იქნება ჩვენი ბოიკოტი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

 „პოლიცია გახდა მძევალი ივანიშვილის და, ფაქტობრივად, ძალადობის თანაორგანიზატორი. პროკურატურა არის მონურ მდგომარეობაში და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასეთივე მდგომარეობაში არიან მინისტრები, მონურ მდგომარეობაში არის პრემიერმინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

 საქინფორმი: დღეს საქართველო „კოჰაბიტაციის“ ნაყოფს იმკის, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს დათესა. მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მაშინ არ დასაჯა სააკაშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფება და არ აკრძალა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც საქართველოში მხოლოდ „ნაცანალურს“ უწოდებენ. 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში ყოფნისას ხომ მათ დახოცეს და დამამცირებელი მეთოდებით აწამეს ციხეებში ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანი.

 სააკაშვილისა და მისი „ნაცანალების“ წყალობით საქართველოში ყოველი მერვე ლტოლვილად იქცა, ყოველი მე–9 პატიმრად, ხოლო ყოველი მე–10 მეწარმე გაკოტრებულია...