საზოგადოება
"საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც გალახა ბოკერია“ - ომარ ნიშნიანიძე

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. „დაგვიანებული დასჯა კი არაა, დაგვიანებული არის გალახვა მაგათი, ამიტომაც დროზე უნდა გალახულიყვნენ, დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა" - კორცხელში ოპოზიციონერი დეპუტატების ცემას მიესალმება პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე.

 უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე თავდასხმის გამო სპორტსმენები არ უნდა დაისაჯონ.

 “რაც შეეხება დასჯას, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა, ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი, რომ დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორემ ისე საცემები არიან. საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც გალახა ბოკერია და ა.შ.", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

 საქინფორმი: დღეს საქართველო „კოჰაბიტაციის“ ნაყოფს იმკის, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს დათესა. მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მაშინ არ დასაჯა სააკაშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფება და არ აკრძალა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც საქართველოში მხოლოდ „ნაცანალურს“ უწოდებენ. 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში ყოფნისას ხომ მათ დახოცეს და დამამცირებელი მეთოდებით აწამეს ციხეებში ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანი.

 სააკაშვილისა და მისი „ნაცანალების“ წყალობით საქართველოში ყოველი მერვე ლტოლვილად იქცა, ყოველი მე–9 პატიმრად, ხოლო ყოველი მე–10 მეწარმე გაკოტრებულია...