პოლიტიკა
“2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან”

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან და პროცესის გამჭვირვალობის მიზნით მაქსიმალურად მოკლე ვადებში ელოდება ეუთო-ს დამკვირვებლებს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სავიზო ლიბერალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რასთან დაკავშირებითაც ქართული მხარე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა დაუდასტურა.

მთავრობის მეთაურმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და მომხდარზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.