პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „მე დავეხმარები სახელმწიფოს მანამ, სანამ თავად მოახერხებს შეინახოს ინსტიტუტი“

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. თბილისის ტექნოლოგიური პარკის სამეცნიერო ნაწილი დაახლოებით 250 მილიონი ევრო დაჯდება და ასევე დაჯდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში იქნება - განაცხადა ტექნოლიგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 რაც შეეხება თანხის რაოდენობას, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

 „მე დავეხმარები სახელმწიფოს, მანამ, სანამ თავად ვერ მოახერხებს, ინსტიტუტის შენახვას“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

„ეს სამეცნიერო ნაწილი, ჩემი იდეა იყო თავიდანვე, როცა პოლიტიკაში შემოსვლა გადავწყვიტე, სააკაშვილმა იდეა გაიტაცა და სასწრაფოდ გააკეთა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს იყო სწორედ ჩემი იდეა და ამას ვახორციელებ ახლა ბათუმში. რაც არის ყველაზე კარგი და ახლო მეცნიერებასთან და სააკაშვილის ხელწერასთანაც, არის ის ეშმაკის ბორბალი, რაც დაამონტაჟა იმ შენობაზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.