პოლიტიკა
„ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

 „კიდევ ერთხელ მინდა, კატეგორიულად დავგმო ის ძალადობა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდაამით ზიანი მიადგა პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს და  თითოეულ ჩვენგანს.

 ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე.

 ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის.

 ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო“, - ნათქვამია, კერძოდ, პრემიერის განცხადებაში.