პოლიტიკა
9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საკრებულოების შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია – მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. ამ დროისთვის 9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი გაიმარჯვა ორ ოლქში იმ ოთხიდან, სადაც არჩევნებში მონაწილეობდა (იხ. ცხრილზე ქვემოთ)

ცესკო-ს შეფასებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში №53 საარჩევნო უბანთან დაპირისპირების გამოკლებით, ხმის დათვლის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 16 საჩივარია შესული. როგორც ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ამ დროისათვის დათვლილია ყველა - 45 საარჩევნო უბნის შედეგი. „ქართული ოცნების“ კომისიის წევრების მოთხოვნით, სოფელ კორცხელის ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმები მეორედაც დაითვალეს, თუმცა, ზემომოცემული შედეგები უწინდებური დარჩა – „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.