უცხოეთი
საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. თურქეთის კონსული ნიუ-იორკში ერტან ეილჩინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი შეფასებით, 25 წელი მნიშვნელოვანია თურქეთისთვისაც საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მან ნიუ-იორკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე გააკეთა."ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას".
ქართული მუსიკალური კომპოზიციები საღამოზე ამერიკულ ბენდთან ერთად ამერიკაში მცხოვრებმა წარმატებულმა ქართველმა ჯაზმენმა ბაჩა მძინარაშვილმა შეასრულა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება ქართული ჰიმნით გაიხსნა და ქართულ-ამერიკული გუნდის "ზეკარის" მრავალჟამიერით დასრულდა.