უცხოეთი
საქართველო საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს 2017 წლის იანვარში მიიღებს

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დამონტაჟდება. ხელშეკრულება საქართველოსა და სარაკეტო სისტემების წამყვან მწარმოებელ, ფრანგულ კომპანია MBDA-ს შორის გასულ წელს გაფორმდა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მონტაჟი 2017 წლის იანვრიდან დაიწყება.

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით აღნიშნული შეირაღება ამ დროისთვის არსებული ყველაზე თანამედროვე სისტემაა და მთლიანად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. „ფრანგული სუსაფრთხოების ქოლგა საქართველოსთვის არსებობს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც აშკარად გამოჩნდა ამ სფეროში არსებული სისუსტე.

ფრანგი სპეციალისტები დაეხმარებიან ქართველ კოლეგებს აღნიშნული სისტემების ათვისებაში.