პოლიტიკა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა.

წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ შემთხვევას. ჩვენ ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს.

 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც, შესაძლოა, სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ“.