აქტუალური
საქართველოს მომავალი სავარაუდო თავდაცვის მინისტრი ჩინეთის სამხედრო ატაშეს შეხვდა

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს ლიუ ვენდოუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს ვეტერანების მდგომარეობა საქართველოსა და ჩინეთში. როგორც ცნობილია, ჩინეთში ვეტერანების სამსახური საკმაოდ მაღალ დონეზე მუშაობს. სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის თვალსაზრისით ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა, ამიტომაც ატაშემ გამოცდილებები და მიღწევები გაუზიარა კობა კობალაძეს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები, საჭიროების შემთხვევაში ატაშე გარკვეული სახის დახმარებებსაც შესთავაზებს ქართულ მხარეს.