საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ავტორიტეტულმა გამოცემა The New York Times–მა საკუთარი გამოძიება ჩაატარა ნიუ იორკში, ჰარტის კუნძულზე უსახელო საფლავების შესახებ, სადაც მილიონზე მეტი ადამიანია დამარხული (ვიდეო იხ. აქ).
ნინა ბერნშტეინის სტატია „ნიუ იორკში მასობრივი სამარხების საიდუმლოს გათხრისას“ გამოქვეყნებულია გამოცემის საიტზე 2016 წლის 15 მაისს.
The New York Times–ის მონაცემების თანახმად, გარდაცვლილთა ნეშტები, რომლებსაც ნათესავები არ ეძებენ, კუნძულ ჰარტზე 1869 წლიდან ხვდებიან. გამოცემის ჟურნალისტებმა, კუნძულზე 1980 წლიდან დასაფლავებული ადამიანების მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, პირველად დაადგინეს, თუ ვინ განისვენებს კუნძულ ჰარტზე, საერთო სასაფლაოზე.
როგორც გაზეთი წერს, ჰარტზე ხვდებიან არა მარტო უსახლკაროები, რამედ ისინიც, ვის ცხედრებსაც, სხვადასხვა მიზეზით, არ ეძებენ საცხედრეებში, ანდა ვის ნათესავებსაც არ შეუძლიათ დამკრძალავ ბიუროს ნეშტის დასაფლავებისთვის დაახლოებით 6 ათასი დოლარი გადაუხადონ.