უცხოეთი
“ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს“ – აპატურაი

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ვარშავის სამიტზე MAP-ს არ მიანიჭებენ - აცხადებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ფოკუსირება უნდა მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე.

 ”გადაწყვეტილება რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე და როგორ შეიძლება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება შესაძლოა ფურცელზე გაჩნდეს - არის სწორი და მართებული მიდგომა რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. არ გვინდა MAP-ის გაფეტიშება... არ ვაქციოთ პოლიტიკური დისკუსიის საგნად. MAP- საქართველოს სამიტზე არ მიანიჭებენ. რასაც საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს და აქ ჩვენ, არის დანარჩენი ანუ ყველაფერი MAP-ის გარდა.

 წლიური ეროვნული პროგრამა თითქმის იგივეა რაც MAP-ი. ადრეც მისაუბრია, გასათვალისწინებელია რა რეგიონალური გართულებები შესაძლოა იყოს იმ შემთხვევაში თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და ნატო-ს არ ეცოდინება თუ როდის შეიძლება საქართველო უკვე MAP-ის შემდეგ წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია”, - აღნიშნავს გენერალუდი მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.