საახალწლოდ გალსა და ზუგდიდს შორის ტრანსპორტისა და ხალხის მეტი მოძრაობა შეინიშნება. როგორც საქინფორმს ,,აფხაზტრანსის'' უფროსის მოადგილემ მურმან მალაზონიამ განუცხადა – ყოველდღიურად 15-მდე ავტობუსი და მიკროავტობუსი გადის ზუგდიდიდან გალის დაბალი და მაღალი ზონების მიმართულებით. ,,ავტობუსები არ მოძრაობს მხოლოდ ზემო და ქვემო ბარღების მიმართულებით, იქ გარკვეული პრობლემებია.
ამ ბოლო პერიოდში ზუგდიდში მოგვარდა ავტოსადგურის საკითხიც. თუ ადრე აფხაზეთისკენ მოძრავი ავტობუსები მიმოფანტული იყო ზუგდიდის სხვადსხვა უბანში, ამჟამად ყველა ავტობუსი თავს იყრის ერთ ადგილას – ავტოსადგურში. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსებს აფხაზური სანომრე ნიშნები აქვთ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზუგდიდის პატრულის ნებართვით თავისუფლად მოძრაობენ ზუგდიდის ფარგლებში.
რაც შეეხება კრიმინალურ მდგომარეობას კონფლიქტის ზონაში, გალის რაიონში ამჟამად ვითარება შედარებით ნორმალურია – ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტები ბოლო დროს არ დაფიქსირებულა.