პოლიტიკა
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების’’ კანდიდატ ივანე როყვასთან ერთად წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შეხვდა სოფელ ქვილიშორის მკვიდრთ, სადაც სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. პარტიის ლიდერმა მოსახლეობასთან ერთად წყლის სათავო ნაგებობა დაათვალიერა.

 ირაკლი ალასანია, ასევე, დაესწრო სოფელ ჩუნეთში ფეხბურთის ტურნირის ფინალს, შემდეგ კი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამისა და პლატფორმის მთავარი გზავნილები გააცნო.