პოლიტიკა
22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს შუალედური არჩევნები 9 ოლქში გაიმართება

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ გლდანში აფხაზეთის ომის ვეტერანი, „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი ბორია ფირცხელიანი წარადგენს. 

„ქართული ოცნებიდან“ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძეა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში  „ქართული ოცნების“ კანდიდატია პედაგოგი ნონა ტუნაძე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ მურად ზაქარიაძე წარმოადგენს.

კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ალექსანდრე მერებაშვილი.

„ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ამირან ლაგვილავაა.

გარდაბანში კალინინოსა და ყარაჯალარის თემებს „ქართული ოცნებიდან“ ფახრადინ შარიფოვი და ვუგარ მამედოვი წარადგენენ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩევლებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინეს.