სამართალი
"როცა კრემლი ითავებს ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგებას, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი საბოლოოდ დაკარგავს საქართველოს!" - ლევან ვასაძე

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ოჯახი თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი - ასე ჰქვია კონგრესს, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით ლევან ვასაძემ მიმართა. მსოფლიო კონგრესს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც დაესწრო.

 "ჩვენს რუს ხალხთან ერთად გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი, შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან. დასავლეთი განაგრძობს ყოველგვარ შეუნანებლობას საქართველოში თავისი ქმედებების გამო. მისი გავლენის ნარჩენები ემყარება მის ე.წ. მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, რუსული ოკუპაციის პირობებში. ის დღე, როდესაც კრემლი მიხვდება, ბოლოსდაბოლოს, ამას და ითავებს შერიგებას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს საბოლოოდ. მე ამასაც ვამბობ ნამდვილი სინანულით, რადგან მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი", - განაცხადა ვასაძემ.