უცხოეთი
აშშ–მა პირველად 40 წლის განმავლობაში საუდის არაბეთის მიმართ ვალის ოდენობა დაასახელა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. აშშ-ს საუდის არაბეთის 116,8 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი აქვს. Bloomberg-ის თანახმად, ერ-რიადის მიმართ ვალის ოდენობა შშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 41 წლის განმავლობაში პირველად გაასაჯაროვა. როგორც სააგენტო Bloomberg წერს, საუდის არაბეთი აშშ-ის უმსხვილეს კრედიტორთა ათეულში შედის. ათეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, რომლისაც აშშ-ის 1,2 ტრილიონი დოლარი მართებს. ჩინეთს მოჰყვაება იაპონია 1,1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით.

აშშ-ის ხაზინა კრედიტორების შესახებ მონაცემებს 1974 წლიდან აქვეყებს, თუმცა ამ დრომდე საუდის არაბეთის ვალის წილი ცალკე არ გამოქვეყნებულა. ამის ნაცვლად ერ-რიადი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის 14 წევრს შორის იყო დასახელებული, ორგანიზაციის კი ვაშინგტონს ჯამში 281 მილიარდი დოლარი მართებს. საუდის არაბეთის გარდა, არაბულ ქვეყნებს შორის აშშ-ის უმსხვილესი კრედიტორები არიან არაბთა გაერთიანებული საემიროები (62,5 მილიარდი დოლარი) და ქუვეითი (31,2 მილიარდი დოლარი).