პოლიტიკა
„მე მშურს "ნაციონალური მოძრაობის" ერთგულების თავისი გუნდის მიმართ“ - თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ასე შეაფასა თამაზ მეჭიაურმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია, რომლის ნაწილიც უკვე გასაჯაროვდა.

 „სერიოზულად მიუდგნენ სიის შედგენას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ნაციონალების ახალი სახეები, ყოველ შემთხვევაში, ცნობადები არიან და გასაგებია მათი დამსახურება ნაციონალური მოძრაობის წინაშე, რასაც ვერ ვიტყვი ქართული ოცნების ახალ სახეებზე. მშურს ნაციონალური მოძრობის ერთგულების თავისი გუნდის მიმართ, რომლებიც გამოცდილი არიან ბრძოლაში, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 „ნამდვილად არ მგონია, რომ ამ ათეულმა და ამ სახეებმა რაიმე შეცვალონ “ნაციონალური მოძრაობის” ბიოგრაფიაში ან აწმყოში ან მომავალში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც თითქოს ექსპერტებად ვიცნობდით აქამდე, ფაქტია, ეს ადამიანები ყოფილან ამ პარტიის ძალიან ერთგული მხარდამჭერები და თანამოაზრეები. რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, მე მასთან დაკავშირებით უფრო კუპონისდროინდელი საქართველო მახსენდება. არ მგონია, რომ ის ახალი სახე იყოს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.