საზოგადოება
„საგარეო კურსთან დაკავშირებით მეჭიაურის მოსაზრებები მცდარია“ – გია ვოლსკი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი განცხადებით, თამაზ მეჭიაურს შეუძლია ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მხოლოდ ამ საკითხზე ორიენტირება არ შეიძლება.

 „ადამიანს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით თავისი აზრი აქვს. არავინ აღარ ეკითხება, საფინანსო კომიტეტმა როგორი კარგი კანონები მიიღო, თუნდაც საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით. საგარეო კურსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მისი მოსაზრებები ძალიან მცდარია. თუ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ანალოგიურად ფიქრობს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ქვეყანაში ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი - ისე, მაგრამ ამისგან ტრაგედია შეიქმნა. ყველა ამ ხნის განმავლობაში ეძებდა სკანდალს, როდესაც ჩვენ სიტყვიერად ერთმანეთს დავუპირისპირდებოდით, გავემიჯნებოდით, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე ეპითეტებს გამოვიყენებდით და ეს იქნებოდა მოვლენა და იმ დღის თემა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.