პოლიტიკა
„ყველას ვულოცავ „ბაქო–სუფსას ენერგეტიკული დერეფნის“ 20 წლის იუბილეს, რომელიც ორი ქვეყნის სტატეგიული პარტნიორობის საფუძველი გახდა“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან.

 პრემიერ–მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგის  ძირითადი საკითხები განიხილეს და  ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

 შეხვედრაზე ითქვა, რომ 20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანმა და  საქართველომ  ხელი მოაწერეს  ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის  შეთანხმებას, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგოდერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.

 მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის  ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR”–ის  პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი  დაესწრნენ.