პოლიტიკა
„არ იქნება ადეკვატური, მინისტრთა პორტფელები იმ ადამიანებმა შეინარჩუნონ, რომლებიც არიან სხვა პარტიაში"- ირაკლი სესიაშვილი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ლოგიკურად მიიჩნევს.

 „არ იქნება ადეკვატური, რომ მინისტრთა პორტფელები იმ ადამიანებმა შეინარჩუნონ, რომლებიც არიან სხვა პარტიაში. არის მაღალი რისკი, რომ აქ მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

 “ეროვნული ფორუმის” ინფორმაციით, მმართველი გუნდი რამდენიმე მინისტრის მაჟორიტარად წარდგენას გეგმავს. როდის ან რომელ მინისტრებს მოუწევთ მთავრობის დატოვება, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა, პრემიერი სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

 საპარლამენტო უმცირესობა მოსალოდნელ ცვლილებებს ფასადურს უწოდებს.